"ჩემი ინფორმაციით, ევროკავშირში ცდილობენ ორბანისა და ფიცოს დარწმუნებას, რომ ის 15 პირი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ადამიანების უფლებების დარღვევაზე, ევროპულ მაგნიტსკის სიაში მოხვდეს" - ამის შესახებ ჟურნალისტი თამარ ნუცუბიძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში საუბრობს.
ნუცუბიძის თქმით, მართალია, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, ვინაიდან, ყველამ იცის უნგრეთის პრემიერი განწყობები, თუმცა, ის რომ ევროკავშირი ამ საკითხზე აქტირუად მუშაობს, თამარ ნუცუბიძს თქმით, ამის შესახებ მას წყარო ევროკავშირიდან აწვდის ინფორმაციას.
მისივე განცხადებით, 16-კაციან სიაში, რომელსაც კაია კალასი ევროპის საბჭოს 15 ივლისს წარუდგენს, მოსამართლეების გარდა, სავარაუდოდ არიან პოლიტიკოსები და სამართალდამცავებიც.
"შემიძლია დავადასტურო, რომ სამშაბათს, 15 ივლისს, კაია კალასი 15 პირის სიას წარადგენს კოლეგა მინისტრებსი წინაშე. პრინციპში, ეს იგივე სიაა, უბრალოდ რამდენიმე ადამიანია დამატებული კალასმა, პირველად, როდესაც ამ აქციების ბრუტალური დაშლა იყო და პირველად, როდესაც იყო განხილვა საქართველოსთან დაკავშირებით, მაშინ წარადგინა სია და მაშინ ღიად ითქვა, რომ სიაში არიან ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანების უფლებების დარღვევაზე, ამ სიას დაემატა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან მოსამართლეები, ამას გვიდასტურებენ ევროკავშირში, თუმცა სახელებს და გვარებს არ ამბობენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ რომ ამ სიაში არიან სავარაუდოდ, პოლიტიკოსები და სამართალდამცავებიც - ყველა ის, ვინც უკან იდგა, ანუ ბრძანებებს გასცემდა. წყარომ ასევე ტქვა, რომ ჯერჯერობით კიდევ არ არის კონსენსუსი, თუმცა ჩემი ინფორმაციით, პირადად კაია კალასს აქვს სურვილი, რომ ევროკავშირის შიგნით მოხდეს ერთობა, მოხდეს ვიქტორ ორბანისა და ფიცოს დარწმუნება და მოხდეს სანქცირება ამ ადამიანების. ასეთი საუბარი მიდის, ეს პირები მოხვდებიან ევროპულ მაგნიტსკის სიაში, თუმცა ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ყველამ კარგად ვიცით ვიქტორ ორბანის განწყობა", - განაცხადა თამარ ნუცუბიძემ
ცნობისთვის, 15 ივლისს, ევროპული საბჭოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში, სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხს განიხილავენ.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საუბარია "ოცნების" მიერ მზარდი რეპრესიების საპასუხოდ შესაძლო ზომებზე".