„ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ საერთო სახალხო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გასულ წელს ე.წ. „რუსული კანონის“ გაწვევის მიზეზებზე ისაუბრა და განმარტა, რომ შარშან კანონის გაწვევას ორი „ობიექტური მიზეზი“  ჰქონდა.

„საქართველოს სუვერენიტეტის გამყარებას ემსახურება ქართული კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ. შეიძლება დაისვას კითხვა, რატომ გაიწვია გუნდმა კანონი შარშან და რატომ ვიღებთ მას წელს - შარშან კანონის გაწვევას ორი მთავარი ობიექტური მიზეზი ჰქონდა:

1. შარშან შეძლეს და საზოგადოების დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს, შესაბამისად ჩვენი ვალი იყო თუნდაც, მოტყუებული მოქალაქეების შფოთვა გაგვეთვალისწინებინა.

2. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგრადობას, რასაც კანონის არ გაწვევას შარშან შეიძლება სირთულეები შეჰქმნოდა. წელს ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. „ნაციონალებმა“ და მათმა პატრონებმა ხალხი ვეღარ მოატყუა და დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი NGO-ების გამჭვირვალობას მყარად უჭერს მხარს.

წელს ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. „ნაციონალებმა“ და მათმა პატრონებმა ხალხი ვეღარ მოატყუეს და დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი NGO-ების გამჭვირვალობას მყარად უჭერს მხარს. გარდა ამისა, დღეს გვაქვს სრული რესურსი გამჭვირვალობის შესახებ კანონი სახელმწიფოს მდგრადობისთვის ზიანის მიყენების გარეშე მივიღოთ და ქვეყანა წინ წავიყვანოთ. სწორ დროს სწორი სვლის გაკეთება პოლიტიკის მთავარი ხელოვნებაა. ჩემი პოლიტიკური წარსული მაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია.

ასევე, საზოგადოებაში ისმის ხოლმე კითხვა, ხომ არ ჯობდა დროებითი სიმშვიდით მაქსიმალურად გვესარგებლა და ლგბტ-პროპაგანდისა და NGO-ების შესახებ კანონპროექტების განხილვის დაწყებით თავი ზედმეტად არ აგვეტკიებინა და თუნდაც, არჩევნების შემდეგ დაგვეწყო მისი განხილვა. ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ მინდა გითხრათ: ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ კანონპროექტების გარეშე დიდხანს მოგვასვენებდნენ. შეგახსენებთ, თუ როგორი გამალებით ცდილობდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოს შერყევას. სასამართლოში დღემდე ითხოვენ ეგრეთ წოდებულ „ვეტინგს", ანუ უცხოური მმართველობის შემოღებას, რომელმაც რეპრესიები უნდა ჩაატაროს და სასამართლო სისტემა აგენტურით უნდა დააკომპლექტოს. მსგავს მიზანს ემსახურებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა სამართლიანად არ გაითვალისწინა", - აღნიშნა ბიძნა ივანიშვილმა.