Wizz Air-ი, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია, დაბადების დღეს განსაკუთრებული შეთავაზებით აღნიშნავს. 18 მაისის ჩათვლით, მგზავრებს შეუძლიათ შეიძინონ 1 მილიონზე მეტი ბილეთი 69 ლარზე ნაკლები ღირებულებით, ფრენებისთვის 2026 წლის28 მარტის ჩათვლით. ბილეთების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია როგორც Wizz Air-ის ოფიციალურ ვებსაიტზე, ისე აპლიკაციით. აქცია მოქმედებს 18 მაისის ჩათვლით და ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია.
ავიაკომპანია, რომელიც 800-ზე მეტ მარშრუტს მოიცავს და დაახლოებით 200 მიმართულებას ემსახურება 50-ზე მეტ ქვეყანაში, დაბადების დღეს აღნიშნავს კამპანიით, რომელიც ემსახურება მის მუდმივ მიზანს – რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისცეს ინდივიდუალური, ხელმისაწვდომი და ღირებულებაზე ორიენტირებული მოგზაურობის შესაძლებლობა.
2004 წელს კატოვიცე–ლონდონის (ლუტონი) პირველივე რეისის შემდეგ, Wizz Air-მა 437.7 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. დღეს კომპანია 16 ქვეყანაში 33 ბაზას ფლობს და ოპერირებს 232 ერთეული თანამედროვე Airbus-ის საჰაერო ხომალდით, რომელთა 66% აღჭურვილია უახლესი "neo" ტექნოლოგიით. ფლოტის საშუალო ასაკი 4.66 წელია – ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მთელს ინდუსტრიაში.
ამ შეთავაზებით Wizz Air-ი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თავისი Customer First Compass ინიციატივის მნიშვნელობას – მიდგომა, რომელიც მომხმარებლის სრულ მოგზაურობას ოთხი ძირითადი პრინციპით წარმართავს: პროდუქტი, ფასი, მომსახურება და კომუნიკაცია. მომდევნო სამი წლის განმავლობაში, კომპანია€14 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს იმისთვის, რომ უზრუნველყოს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი, მოქნილი და სასიამოვნო მგზავრობა თითოეული მომხმარებლისთვის.
„ჩვენთვის დაბადების დღე მხოლოდ ჩვენი წარმატების აღნიშვნას არ უკავშირდება – ეს მადლიერების გამოხატვაა იმ მილიონობით მგზავრის მიმართ, ვინც Wizz Air-ს ენდობა. ეს დაუვიწყარი მოგზაურობა თქვენი ნდობის, მხარდაჭერისა და ერთგულების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. იქნება ეს უქმეების აღნიშვნა, ახლობლებთან შეხვედრა თუ ახალი ადგილის აღმოჩენა – ჩვენ გვინდა ვიყოთ თქვენი მოგზაურობის ნაწილი. ჩვენი მზარდი მარშრუტები, თანამედროვე ფლოტი და მომხმარებელზე მორგებული სერვისები ამ მიზანს ემსახურება. ეს დაბადების დღე თქვენ გეძღვნებათ – ჩვენს მგზავრებს. მოუთმენლად ველით კიდევ უფრო მეტი თქვენგანის მიღებას ბორტზე,“ – განაცხადა Wizz Air-ის კომუნიკაციების მენეჯერმა, სალვატორე გაბრიელე იმპერიალემ.
საქართველოში Wizz Air-ი 25-ზე მეტი მიმართულებით ოპერირებს ისევე როგორც ქუთაისიდან, ასევე ქუთაისის მიმართულებით, რაც კომპანიის რეგიონისადმი ერთგულებას ადასტურებს. ოპერაციების დაწყებიდან დღემდე, ავიაკომპანიამ უკვე 7 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა და ამჟამად ქუთაისში 4 ბაზირებული ხომალდით ოპერირებს. 2025 წლის ზაფხულის განრიგი უფრო მრავალფეროვან მიმართულებებსა და ფრენების გაზრდილ სიხშირეს მოიცავს, რაც ქართველი მგზავრებისთვის ევროპისა და სხვა მიმართულებების მონახულებას კიდევ უფრო მარტივს და ხელმისაწვდომს ხდის.
ინფორმაციას Wizz Air-ი ავრცელებს.