JPMorgan Chase-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, ჯეიმი დაიმონის თქმით, ამერიკის ეკონომიკაში რეცესია კვლავ შესაძლებელია, მიუხედავად ჩინეთთან ორმხრივი იმპორტის ტარიფების ბოლოდროინდელი შემცირებისა.
„თუ რეცესია მოხდება, არ ვიცი, რამდენად მასშტაბური ან რამდენ ხანს გაგრძელდება ის. იმედია, ჩვენ ამას თავიდან ავიცილებთ, მაგრამ ჯერ არ ღირს ასეთი შესაძლებლობის გამორიცხვა“, - განაცხადა მან Bloomberg TV-სთან ინტერვიუში.
დაიმონმა აღნიშნა, რომ ის უსმენს მისი ბანკის ეკონომისტების მოსაზრებებს, რომლებიც ასევე არ გამორიცხავენ ამერიკის ეკონომიკაში ვარდნას.