საქართველოს რკინიგზა შეკვეთილში Guns N’ Roses კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
„30 მაისს, Black Sea Arena Starring Georgia-ს ფარგლებში, Guns N' Roses კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, თბილისი - Black Sea Arena - ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება.
რომელსაც გაჩერებები Black Sea Arena -ს ბაქანზეც ექნება.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ: ჩვენს საიტზე https://gr.com.ge/ka საქართველოს რკინიგზის სალაროებში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.