მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში, ორმა მოლაშქრემ ჩეხეთის ტყეში ოქროს მონეტებითა და ძვირფასი სამკაულებით სავსე სამალავი იპოვა.

ისე რომ დრო არ დაუკარგავთ, თავგადასავლების ორმა მაძიებელმა ძვირფასი ნივთების დაბინავებაზე იზრუნა და ადგილობრივ ხელისუფლებას დაუკავშირდა, რათა აღმოჩენის შესახებ ეცნობებინათ. ამ ინფორმაციას ჟურნალი MugleHead-ი ავრცელებს. განძში შემავალი 598 ოქროს მონეტა ოსმალეთის იმპერიის დროინდელია და საფრანგეთში, ბელგიასა და ავსტრია-უნგრეთშია მოჭრილი. ამის გარდა, საგანძურში შედის ათეულობით სამაჯური, თექვსმეტი პორტსიგარა, სავარცხელი და ჯაჭვზე მიმაგრებული გასაღები.

მონეტებზე, რომლებიც 1808-დან 1915 წლამდე პერიოდს მიეკუთვნება, არსებობს რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ ისინი 1930-1940-იან წლებში ხელახლა მოიჭრა ყოფილი იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიებზე, რომელშიც დღევანდელი ბოსნია-ჰერცეგოვინა, ხორვატია, მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი და სლოვენია შედიოდა.

300 000 ევროს ღირებულების საგანძური

წინასწარი შეფასებით, ნაპოვნი ნივთების მთლიანი ღირებულება დაახლოებით 340 000 აშშ დოლარს, ანუ დაახლოებით 300 000 ევროს შეადგენს. თუმცა, მოლაშქრეებმა განძის მითვისება არ ისურვეს. მათ საგანძური ადგილობრივ მუზეუმს გადასცეს, მაგრამ ხელცარიელები არც ისინი დარჩებიან - ჩეხეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ოქროს მონეტების ღირებულების 10%-იან საკომისიოს მიიღებენ.

როდესაც აღმოჩენის შესახებ გახდა ცნობილი, ბევრ ინტერნეტმომხმარებელს გაუჩნდა კითხვა, თუ ვინ ხელში იყო ბოლოს ეს ქონება. ჰრადეც კრალოვეს მუზეუმის თანამშრომლების თქმით, საგანძური, შესაძლოა, ნაცისტებმა რეგიონის ანექსიის დროს, XX საუკუნის 30-იან წლებში გადამალეს.

წყარო: 1 არხი