კლიმატის ცვლილების რისკებზე როცა ვსაუბრობთ, ამ კონტექსტში პრობლემებისა და გამოწვევების მთელი კასკადი გვაქვს, რომლებზეც მუშაობა ქვეყანას დაწყებულიც კი არ აქვს, - ასე ფიქრობს სანაპიროს მართვისა და გარემოს დაცვის ექსპერტი მამუკა გვილავა. სპეციალისტს მიაჩნია, რომ არ უნდა გამოგვრჩეს ისეთი მნიშვნელოვანი და ეგზისტენციალური საკითხები”, მაგალითად, როგორიცაა, ტემპერატურის ზრდა და თბური ტალღები ზღვაში, რომელსაც საქართველო ვერც კი ზომავს. სპეციალისტი ფიქრობს, რომ აუცილებელია, ქვეყანამ ერთი საზომი მაინც შეიძინოს. მისივე აზრით, აუცილებელია, გავწევრიანდეთ “ევროარგოშიც”. გვილავა გარემოს ეროვნულ სააგენტოს მოუწოდებს, ექსპერტებთან დისკუსიაში შესვლის ნაცვლად, ამ მხრივ გადადგან ქმედითი ნაბიჯები.

წყარო: agrogaremo.ge