ჰელსინკის აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვის გამო ფინური ავიაკომპანია Finnair-მა ასამდე რეისი გააუქმა.

როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, ერთ-ერთი პროფკავშირის მიერ ორგანიზებული გაფიცვა ჰელსინკის აეროპორტის მუშაობას შეაფერხებს.

„იძულებულები ვართ, დაახლოებით 100 რეისი გავაუქმოთ“, – განაცხადეს ავიაკომპანიაში.

რეისების გაუქმება 7200 მგზავრს შეეხება. კომპანია მათ შესთავაზებს ალტერნატიულ რეისებს ან თარიღის შეცვლას.

Finnair-ში ასევე ამბობენ, რომ ჰელსინკის აეროპორტში კიდევ ოთხი გაფიცვაა დაგეგმილი.

გაფიცვა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის ერთ-ერთია ხელფასების ზრდა.