2022 წელს ევროკავშირში 20-34 წლის ახალკურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 82,4% იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას evrostat-ი ავრცელებს.

დასაქმების მაჩვენებელი მერყეობდა 65,2%-დან (იტალიაში ) 93,4%-მდე (ლუქსემბურგში).

როდესაც 2013 წელს ევროკავშირში ახალგაზრდების უმუშევრობის დონემ 24%-ს გადააჭარბა, გაერთიანებამ ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შექმნა პროგრამა „ახალგაზრდების გარანტია“. პროგრამაში რეგისტრაციიდან ოთხი თვის ვადაში ახალგაზრდები იღებენ დასაქმების, განათლების ან სტაჟირების შეთავაზებას

 პროგრამის ფარგლებში 24 მილიონ ახალგაზრდას დასაქმების ბაზარზე წვდომა გაუჩნდა.

საქართველოში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს, 20-34 წლის ახალკურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 48,2%-ია. (2021 წლის მონაცემებთან შედარებით, 0.9%-იანი კლება შეინიშნება).

რაც შეეხება უმუშევრობის დონეს ასაკობრივ ჭრილში, (2022 წელი) შემდეგნაირად გამოიყურება: