ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელისა და ივანიშვილის წარმომადგენლის, რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, ივანიშვილის პარლამენტში მიღებული "FARA-ს ანალოგი, უცხოური აგენტების რეგისტრაციის" კანონპროექტი შესაძლოა შეეხოს როგორც მედიას, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს - მათ შორის, ფიზიკურ პირებს.
ცნობისთვის, ივანიშვილის პარლამენტმა "FARA-ს ანალოგ კანონპროექტს" 1 აპრილს III მოსმენით მხარი დაუჭირა.
ასევე 1 აპრილს, ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნულ კანონპროექტს ხელი მოაწერა.
"FARA-ს კანონი შეიძლება შეეხოს როგორც მედიას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციას, ისე ფიზიკურ პირებს.
[…] ერთი არის, რომ უცხოეთიდან დაფინანსებას უნდა იღებდეს კონკრეტული ორგანიზაცია და ამავდროულად, ის პოლიტიკური საქმიანობა, რაც კანონს აქვს განსაზღვრული.
აქ არანაირად არ არის საუბარი რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებაზე, პირიქით - ეს კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც “დონორი ორგაიზაციების” ხელით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში.
“აგენტის” განმარტება არის კანონში მითითებული". - თქვა კუპრაშვილმა.