მიტანის სერვისის სფეროს ლიდერი, ფინური კომპანია ვოლტი მომხმარებელს მორიგი შეთავაზებით ანებივრებს.

ვოლტის და საქართველოს ბანკის პარტნიორობით, SOLO მომხმარებლები და საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამის Gold-სტატუსის მფლობელები Wolt+-ის ერთწლიანი უფასო გამოწერის სერვისით ისარგებლებენ.

სპეციალური შეთავაზება იმოქმედებს Starter, Bronze და Silver-სტატუსის მქონე მომხმარებლებისთვისაც, რომლებსაც 3-თვიანი უფასო გამოწერის შესაძლებლობა ექნებათ.

ვოლტის და საქართველოს ბანკის მრავალწლიან მჭიდრო თანამშრომლობაზე ამახვილებს ყურადღებას ვოლტი-საქართველოს გენერალური მენეჯერი. სერგი მარღანია აცხადებს, რომ კომპანიებმა ერთობლივად უკვე არაერთი პროექტი განახორციელეს, რომელიც თანაბრად მომგებიანი იყო როგორც მომხმარებლისთვის, ისე - პარტნიორი ობიექტებისთვის.

„ჩვენ „საქართველოს ბანკთან“ მრავალწლიანი სანდო პარტნიორობა გვაკავშირებს და ამ პარტნიორობას მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ ჩვენი მომხმარებლებისთვის, არამედ ჩვენი პარტნიორი ობიექტებისთვის. მსგავსი კამპანიებით ჩვენ დამატებით სტიმულს ვაძლევთ მომხმარებელს, ისარგებლონ მიტანის უფასო სერვისით და დაზოგონ მეტი. ვოლტი, როგორც ინოვაციების ლიდერი, მომავალშიც განაგრძობს ზრუნვას ჩვენი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო კომფორტული სერვისის, მრავალფეროვანი პროდუქტის და მეტი სავაჭრო ობიექტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად“, - აცხადებს სერგი მარღანია.

შეთავაზების გასააქტიურებლად მომხმარებლები უნდა ეწვიონ „საქართველოს ბანკის“ მობილბანკის შეთავაზებების სივრცეს, სადაც მათ დახვდებათ სპეციალური ბმული. Wolt+-ის უფასო გამოწერის გასააქტიურებლად საჭიროა აღნიშნულ ბმულზე გადასვლა.

ამასთან, თუ მომხმარებელი Wolt+ -ის გამოწერით უკვე სარგებლობს, მისთვის გამოწერის უფასო სერვისით სარგებლობის 12 თვე მოქმედი სერვისის დასრულების თარიღიდან  აითვლება.

Wolt+ 2021 წლიდან ამოქმედდა და ის მომხმარებელს შოპინგის განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს. Wolt+ გაძლევთ საშუალებას, დაზოგოთ თანხა, ისარგებლოთ უფასო მიტანის სერვისით და ექსკლუზიური ფასდაკლებებით მთელი წლის განმავლობაში და მიიღოთ ხელშესახები სარგებელი.