გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-4 სექტემბერს  საქართველოში  მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი,  შესაძლებელია სეტყვა,  ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ - ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.