„მაგთი“ 1-ელი აგვისტოდან ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მომსახურების ტარიფებს ზრდის, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია თავად ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ სახლის ფიქსირებული ინტერნეტით ან ინტერნეტი + IPTV მომსახურებით და გააქტიურებული აქვთ 50 მბ/წმ სიჩქარის პაკეტი.

განახლებული ტარიფები თბილისში ასეთი იქნება:

  • 50 მბ/წმ - 40 ლარი
  • 50 მბ/წმ + ქართული - 51 ლარი;
  • 50 მბ/წმ + სტანდარტული - 59 ლარი;
  • 50 მბ/წმ + პრემიუმი - 70 ლარი.

განახლებული ტარიფები რეგიონებში შემდეგნაირად განისაზღვრება:

  • 50 მბ/წმ - 33 ლარი;
  • 50 მბ/წმ + რეგიონული - 38 ლარი;
  • 50 მბ/წმ + რეგიონული - 42 ლარი;
  • 50 მბ/წმ + სტანდარტული - 48 ლარი.