საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 28 მოქალაქის გაძევება განხორციელდა – ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, ბელორუსის, ეგვიპტის, ერაყის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ისრაელის, პაკისტანის, რუსეთის და ჩინეთის - ჯამში 28 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.