საქართველოში, 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდანსაერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა განსაკუთრებულად გაიზარდა. ვიზიტორთა რაოდენობამახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 2025 წლის პირველ ორ კვარტალში ევროკავშირიდან დადიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 201,986 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 2024 წლისანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.2%-იანი ზრდაა.

საერთაშორისო ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა შემდეგი ქვეყნებიდან: საბერძნეთი (+28.2%; +3,006 ვიზიტით მეტი), იტალია (+26.1%; +2,271 ვიზიტით მეტი), ესპანეთი (+25.9%; +1,638 ვიზიტით მეტი), გაერთიანებული სამეფო (+25.8%; +3,880 ვიზიტით მეტი), პოლონეთი (+21.9%; +6,043 ვიზიტით მეტი), გერმანია (+4.2%; +1,296 ვიზიტით მეტი) და სხვა.

ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციააქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს მართავს, მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებსა დაკონფერენციებში. ევროპის ქვეყნებიდან ტურისტული ვიზიტების კიდევ უფრო გასაზრდელადტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტივობებს წლის ბოლომდე აგრძელებს.

ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.