ბრიტანეთის ანტარქტიდის კვლევის ჯგუფის(BAS) მეცნიერების განცხადებით, მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი "სწრაფად იშლება“.
აისბერგის მდგომარეობას მეცნიერები ყურადღებით აკვირდებიან მას შემდეგ, რაც ის 1986 წელს ანტარქტიდაში, ფილჩნერ-რონის შელფს გამოეყო.
მეიჯერსის მონაცემებით, "მეგაბერგი“ ამჟამად დაახლოებით 1700 კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა, რაც დაახლოებით.
აისბერგი დაახლოებით ერთ ტრილიონ ტონას იწონის.
A23a ანტარქტიდის უედელის ზღვის ფსკერზე 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო. 2020 წელს ის ოკეანის დინებამ წაიღო, საბოლოოდ კი ტეილორის სვეტში გაიჭედა. გასული წლის დეკემბერში მისი მოძრაობის შესახებ კვლავ გავრცელდა ინფორმაცია. მიმდინარე წლის მარტში ის კონტინენტურ შელფზე ჩაიძირა, მაისში კი ისევ ამოტივტივდა.
A23a ამჟამად მსოფლიოში სიდიდით მეორე აისბერგის ტიტულს იკავებს, თუმცა მეცნიერების თქმით, ეს, სავარაუდოდ, "სწრაფად შეიცვლება“, რადგან ის "მომდევნო კვირების განმავლობაში დანაწევრებას გააგრძელებს". მოსალოდნელია, რომ ის "პატარა აისბერგებად დაიშლება".
აღსანიშნავია, რომ ცნობილია აისბერგები, რომელიც ამგვარი პროცესების მიუხედავად, ჯერაც არ განადგურებულა.