საქართველოში ავტობანებზე დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 110 კმ/სთ-ს შეადგენს. საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთია, სადაც ლიმიტირებული სიჩქარის დაბალი მაჩვენებელი მოქმედებს. ევროპის რიგ ქვეყნებში ზედა ზღვარი 150 კმ/სთ-საც კი შეადგენს.

,,კომერსანტი’’ დაინტერესდა, რა ფაქტორები განაპირობებს ავტობანზე სიჩქარის ლიმიტის დაწესებას. საკითხზე ჩვენ საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვისთავმჯდომარე ვესაუბეთ. ეკა ლალიაშვილი აცხადებს, რომ სიჩქარის ლიმიტის დადგენის დროს გათვალისწინებულია რამდენიმე ფაქტორი. მათ შორის გზების ინფრასტრუქტურა, ავტოპარკის მდგომარეობა და მძღოლების ქცევა.

,,საერთაშორისო პრაქტიკაში საგზაო უსაფრთხოების სტანდარტი ფასდება ვარსკვლავებიანი სისტემით. მაგ: გზები, რომლებიც უსაფრთხოების ყველა პარამეტრს აკმაყოფილებს 5 ვარსკვლავიანი შკალით ფასდება, ისევე როგორც  ავტომობილები, რომლებით ქრაშ ტესტით აკმაყოფილებენ უსაფრთხოების ყველა პარამეტრს.

სიჩქარის ლიმიტები გზებზე დგინდება ქვეყანაში არსებული მოცემულობის მიხედვით გადაწყვეტილებები არსებული ვითარებიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ. ექსპერტები ინფრასტრუქტურის შეფასებით განსაზღვრავენ დასაშვები სიჩქარის ლიმიტს. ითვალისწინებენ ავტოპარკის მდგომარეობას. ჩვენ ვერ შევედრებით, მაგალითად გერმანიას და ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც უფრო მეტი ლიმიტი შეიძლება ქონდემაგისტრალებზე , რადგან მათი სატრანსპორტო საშუალებები უკეთეს მდგომარეობაშია და ინფრასტურქტურა სხვა სტანდარტით არის აწყობილი.’’- აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

საგზაო უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად მოძველებული ავტოპარკი რჩება. დღეს ქვეყანაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშულებების 50%-ზე მეტი 20 წელს გადაცილებულია. ეკა ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ სიჩარის ლიმიტის გაზრდა ავტოსაგზაო შემთვევების რაოდენობის მატებსა და მძიმე შედეგების დადგომის რისკებს გაზრდის.

,,როდესაც განვიხილავთ საგზაო უსაფრთხოების ნაწილს, უნდა გავითვალისწინოთ არა მარტო გზის ინფრასტრუქტურა ან მხოლოდ ტრანსპორტის მდგომარეობა, არამედ ადამიანის ქცევაც. რამდენად არის მზაოდა საზოგადოებაში, რომ გაიზარდოსლიმიტირებული სიჩქარე. ჩვენს ავტოპარკს თუ გადავხედავთ, 50%-ზე მეტი არის 20 წელს გადაცილებული სატრანსპორტო საშუალება, შესაბამისად მაღალი სიჩქარის ლიმიტები საგზაო უსაფრთხოებას მაღალი რისკის ქვეშ დააყენებს. ამ ეტაპზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლადაც მეტი ღონისძიებაა გასატარებელი, რათა სიჩქარიგამოწვეული საფრთხეები გააზრებული იყოს..’’- აცხადება ეკა ლალიაშვილი ,,კომერსანტთან“ საუბარში.

ტექნიკური ინსექტირების ვალდებულების ამოქმედებამ ქვეყანაში სატრანსპორტო საშუალებებისგამართულობა უნდა უზრუნველყოს, საქართველოსალიანსი უსაფრთხო გზებისთვისთავმჯდომარეს მიმდინარე რეფორმის შეფასება თხოვეთ. ეკა ლალიაშვილი აცხადებს, რომ გასულ წელს ამოქმედებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა დადებითი შედეგები გამოიღო ავტოტრანსპორტის მიმართვიანობის ნაწილში. კერძოდ, ჯარიმების გადის შემდეგ, მძღოლებში ავტომობილების გამართის მოტივაციამ იმატა.

,,დაჯარიმების მექანიზმი გაუმჯობესდა. ამ ცვლილების შემდეგ, მძღოლი ვეღარ დადიოდა ტექინსპექტირება გაუვლელი. ფაქტიურად, თუ წლის განმავლობაში მძღოლი რაღაც თანხას იხდიდა და არ გადიოდა ტექნიკურ შემომებას. ბევრად ძვირი უჯდებოდა ავტომობილის შეკეთება, ვიდრე ჯარიმის გადახდა.

ჯარიმებს გაზრდის შემდეგ კი ეს შეიცვალა და მძღოლები დაასტიმულირა, რომ გაემართათ ავტომობილები. შესაბამისად, ინსფექტირების ცენტრებში მიმართვიანობამ მოიმატა. მეორეს მხრივ რჩება გამოწვევად, ის რომ შეიძლება ტექინსპექტირება გაუვლელი ავტომობილები გადაადგილდებოდნენ ისეთ გზებზე, სადაც კამერები არ არის და აღსრულება შესაბამისად არ მიმდინარეობს“- აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებიძალაში 2023 წლის 3 ივნისიდან შევიდა.ტექინსპექტირების პირველ ჯერზეგაუვლელობის შემდეგ პირს 30 დღიანი ვადაეძლევა, რათა ავტომობილი ტექნიკურადგამართოს. ვადის ამოწურვის შემდეგ, თუ ის არგაივლის ტექინსპექტირებას 150 ლარიანი ჯარიმადაეკისრება. იურიდიულ პირის შემთხვევაში კიჯარიმა 300 ლარია. მეორე შემთხვევაშიფიზიკური პირი 300 ლარამდე, ხოლოიურიდიული პირი 500 ლარამდე ჯარიმასმიიღებს. შემდ ჯერზე, კი ჯარიმის ოდენობაფიზიკური პირისთვის 500 ლარი, იურიდიული პირისთვის კი 700.