სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, საუკეთესო პრაქტიკისგან განსხვავებით, საქართველოში არ არის შემუშავებული პერსპექტიულ სპორტსმენთა იდენტიფიცირების და ნიჭის განვითარების სტრატეგია, რომელიც შესაბამისი მახასიათებლების მქონე სპორტსმენის განვითარებას და შესაძლებლობების რეალიზებას უზრუნველყოფს.
აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნიჭის გამოვლენისა და განვითარების სისტემის შექმნა მნიშვნელოვანი წინაპირობაა სპორტის მდგრადი განვითარებისთვის. საქართველოში ნიჭიერ ბავშვთა იდენტიფიცირებას ახორციელებენ შესაბამისი სპორტული ფედერაციები, სამინისტროს ჩართულობა ამ მიმართულებით შემოიფარგლება მხოლოდ ინდივიდუალურ სპორტის სახეობებში ნიჭიერ ბავშვთა დაფინანსებით.
ამასთან, რიგ შემთხვევებში, მუნიციპალიტეტების მასშტაბით იკვეთება კალათბურთის და ფეხბურთის მიმართულებებით წრეების არარსებობის შემთხვევები, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობით, ასევე იმ ფაქტით, რომ სამინისტროს მიერ არ იყო დამტკიცებული პრიორიტეტულ სპორტულ სახეობათა ნუსხა.
სახელმწიფო აუდიტი ასკვნის რომ მუნიციპალიტეტების მიერ ბავშვებისთვის/მოზარდებისთვის შეთავაზებულ სპორტულ წრეებში ჩართულობა დაბალია მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წრეებით სარგებლობა უფასოა, ხოლო ბავშვების რეგისტრაციისთვის ადმინისტრაციული ბარიერები არ ფიქსირდება. დაბალი ჩართულობა კი უმეტესად გამოწვეულია როგორც მშობლების ინფორმირებულობის ნაკლებობით, მუნიციპალიტეტების მიერ მოზარდებისთვის შეთავაზებული უფასო სპორტული წრეების შესახებ, ასევე რიგ შემთხვევაში − სპორტული წრეების ტერიტორიული სიშორით.
დოკუმენტში მოყვანილია ინგლისის მაგალითი, თუ როგორ მუშაობს სპორტული ნიჭის გამოვლენა-განვითარების სისტემა:
აუდიტის სამსახური სამინისტროს რეკომენდაციებსაც აძლევს:
აუდიტის ანგარიშში შეფასებულია მწვრთნელთა მომზადება-გადამზადების ხარისხი და გაკეთებულია დასკვნა, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდის ჩართულობა საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში შემოიფარგლება მხოლოდ დაფინანსების ნაწილში მონაწილეობის მიღებით. ფონდი არ ფლობს ინფორმაციას პროგრამების ფარგლებში მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმების შესახებ. ამასთანავე, არ არის დანერგილი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უკუკავშირის მიღებას დაფინანსებული აპლიკანტების მიერ საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში დაფიქსირებული შედეგების შესახებ.
კალათბურთის მწვრთნელთა ლიცენზირების პროგრამის ფარგლებში არ არის გაწერილი პროგრამის მიზნები და სასწავლო კურსი, რაც პროცესის ეფექტიანად განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ასევე პროგრამა არ ფარავს A კატეგორიის ლიცენზიას. სასწავლო კურსის შინაარსი არ ითვალისწინებს საერთაშორისო პრაქტიკით აპრობირებულ კომპონენტებს, ხოლო სალიცენზიო ტესტები სასწავლო მასალაში მოცემული ტესტების იდენტურია, რაც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მონაწილეების ცოდნის რეალურ შეფასებას.
ცნობისთვის, ყოველწლიურად სახელმწიფოს მხრიდან სპორტის სფეროს ხელშესაწყობად მიმართულია, საშუალოდ 170 მილიონ ლარამდე, 16 რაც მთლიანი ხარჯის 0,9%-ს შეადგენს და მცირედით აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს. სპორტზე გაწეული ხარჯების წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 0,28%-ს შეადგენს, ხოლო ანალოგიური საერთაშორისო გასაშუალოებული მაჩვენებელი − 0,4%-ია.17 მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარების და პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სპორტული სახეობის მხარდაჭერის მიზნით ყოველწლიურად საშუალოდ 125 233 40118 ლარი იხარჯება. აღსანიშნავია, რომ მოცემული თანხის 36% მიმართულია შემდეგი ორი სპორტული სახეობის − ფეხბურთის და კალათბურთის განვითარებაზე.