თბილისში, განასა და ბაჰამის საკონსულო დაწესებულებების გახსნის შესახებ შესაბამისი განკარგულებები ორი დღის წინ გამოქვეყნდა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
ცნობისთვის, განასთან დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 4 დეკემბერს, ხოლო საქართველოსა და ბაჰამის თანამეგობრობას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 2011 წლის 13 მაისს.