Bloomberg-ის ინფორმაციით, NATO პოლონეთზე განხორციელებულ თავდასხმაზე სამხედრო-პოლიტიკური პასუხისთვის ემზადება.
კოორდინაციას განახორციელებს ევროპაში NATO-ს გაერთიანებული არმიის უმაღლესი მთავარსარდალი - ბელარუსულ-უკრაინული წარმოშობის ამერიკელი გენერალი, ალექსუს გრინკევიჩი.
გრინკევიჩის განცხადებით, მოკავშირე ქვეყნებს უკვე გამოაქვთ დასკვნები მომხდარი ინციდენტიდან და მუშაობენ კოლექტიური თავდაცვის სისტემის დასახვეწად. აქვე გრინკევიჩი აღნიშნავს, რომ NATO არავის დაესხმება თავს, რადგან მისი შექმნის სათავეები თავდაცვა იყო და არა შეტევითი ხასიათის ბლოკი.
ამ ეტაპზე რაც ცნობილია:
•ბრიტანეთი და საფრანგეთი გეგმავენ Eurofighter-ის და Rafale-ს ტიპის გამანადგურებლების გადასროლას აღმოსავლეთ ფლანგზე.
•ნიდერლანდები დააჩქარებს Patriot-ის 2 ბატარიის და 300 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას.
•ჩეხეთმაც მზადყოფნა გამოთქვა და Mi-17-ის ტიპის ვერტმფრენებს აგზავნის 100 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად.
•დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი იწყებს თანამშრომლობას უკრაინასთან უპილოტოების განადგურებაში.