2025 წლის 6 თვეში საქართველოში 17 719 ბავშვი(ცოცხლადშობილი) დაიბადა, ხოლო 22 718 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.
2025 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და
გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -4 999 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (406) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (296).