„მიმდინარე კვირას, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა უმასპინძლა ამერიკელი ბიზნეს ხელმძღვანელების  დელეგაციას და  საქართველოს ბიზნესისა და  სამთავრობო წრეების წარმომადგენლებს“ –  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

„დელეგაცია ეწვია საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს, რათა გაცნობოდა შუა დერეფნის  რეგიონში არსებულ შესაძლებლობებს ვაჭრობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის სფეროებში. ვიზიტი განხორციელდა აშშ-ის კომერციის სამსახურის, აშშ-საქართველოს ბიზნესის საბჭოს (AGBC), აშშ-აზერბაიჯანის სავაჭრო პალატისა (USACC) და ყაზახეთში ამერიკის სავაჭრო პალატას შორის თანამშრომლობით. ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციას სადილზე შეხვდა და დაესწრო მიღებას.

ამერიკული ბიზნესების ვიზიტი აძლიერებს აშშ-საქართველოს თანამშრომლობას კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ციფრული ვაჭრობის, ახალი ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროებში. ასევე, ხაზს უსვამს აშშ-ის ერთგულებას ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების მიმართ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.