2025 წლის 1 ოქტომბრიდან საკონტროლო – გამშვებ პუნქტ ზემო ლარსზე, რუსეთის მხრიდან სატვირთო ავტოტრანსპორტის რიგის წინასწარ ელექტრონული დაჯავშნის სისტემა ამოქმედდება.

ანალოგიური ელექტრონული დაჯავშნის სისტემა რუსეთმა მანამდე ოთხ სასაზღვრო გამშვებ პუქტზე უკვე დანერგა.  ერთ – ერთი რუსეთ – ჩინეთის საკონტროლო გამშვებ პუნქტი ზაბაიკალსკია.

გადამზიდველები, რომლებიც ზაბაიკალსკის გამშვები პუნქტით სარგებლობენ, დამატებით წარმოქმნილი პრობლემების და ე.წ.  შუამავლების ფინანსური მაქინაციების გამო დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

მოსალოდნელია, რომ ანალოგიურმა ფინანსურმა მაქინაციებმა ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზეც იჩინოს თავი.

აღნიშნული ანალიტიკური ინფორმაცია, პირველ რიგში, იმ ქართველი მძღოლებისათვისაა განკუთვნილი, რომლებიც ზემო ლარსის გამშვები პუნქტით სარგებლობენ და შემოდიან საქართველოში.

2025 წლის 1 ოქტომბრიდან ზემო ლარსში სატვირთო ავტოტრანსპორტის ელექტრონული რიგის მართვას Росгранстрой  განახორციელებს.

ФГКУ Росгранстрой – ზუსტი განსაზღვრებაა Федеральное государственное казенное учреждение ცნობით, რომელიც რუსეთის საზღვრებზე განლაგებული ობიექტების მშენებლობით და ექსპლუატაცითაა დაკავებული, შეიქმნება სპეციალური Telegram არხი, რათა გადამზიდველებს ოპერატიულად ეცნობოს რიგებთან დაკავშირებული ვითარებისა და სისტემაში ცვლილებების შესახებ.

საზღვრის გადაკვეთის დროისა და თარიღის დაჯავშნა უფასოა, თუმცა, გადამზიდავისთვის ნებისმიერი ტვირთის ელექტრონული რიგის დაჯავშნა სავალდებულოა.

გარდა ამისა, მ.წ 1 სექტემბრიდან სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება, რაც მიზნად ისახავს ელექტრონული რიგიდან ფინანსებზე  ორიენტირებული ე.წ. შუამავლების რგოლის ამოგდებას.

ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების დარეზერვების დროის და საცობების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება Telegram არხის ოფიციალურ არხზე.

ზემო ლარსი რუსეთსა და საქართველოს შორის ერთადერთი მოქმედი საკონტროლო – გამშვები პუნქტია, რომლის გავლითაც გაედინება ორ ქვეყანას შორის, ასევე თურქეთისა და სომხეთის მიმართულებით ყველა სატრანსპორტო ნაკადი, რაც ხშირად რიგების წარმოქმნას იწვევს.

სიტუაციას ართულებს არასასურველი ამინდის პირობები, რის გამოც, განსაკუთრებით ზამთარში მოძრაობა ხშირად შეჩერებულია.

2022 წლის აგვისტოდან ზემო ლარსში  ელექტრონული რიგის ანალოგი ფუნქციონირებს, რომელიც საშუალებას იძლევა გადამზიდველისგან მიიღოს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების რიგითი ნომერი და თვალყური ადევნოს მათ დაგროვება – გაწოვას, თუმცა საზღვრის გადაკვეთის დროის წინასწარ დაჯავშნის შესაძლებლობას არ იძლევა.

ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საცობების და გზებზე გადატვირთულობის შემცირების მიზნით, რიგის წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით მძღოლებს საშუალება ეძლევად წინმსწრებად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოძრაობის პროცესში დაარეზერვონ საზღვრის გადაკვეთის თარიღი და დრო.

აღსანიშნავია, რომ ახლად დაანონსებული რიგის წინასწარი დაჯავშნის საპილოტე სისტემა, ძველისგან რადიკალურად განსხვავდება.

ძველი სისტემა მონიტორინგს უწევს სატვირთო მანქანების საერთო რიგში მხოლოდ რიგითობის მეთვალყურეობას, ახლი სისტემა კი საშუალებას იძლევა მძღოლმა წინმსწრებად დაჯავშნოს სატრანსპორტო საშუალებების საზღვართან მოახლოებისას, მისთვის სასურველი თარიღი  და დრო.

ასეთი სისტემის გამოყენება პროგნოზირებადს ხდის გადაზიდვას, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს საზღვარზე მოცდის მოლოდინს (ფოტოზე წარმოდგენილია ელექტრონული რიგის ძველი სისტემის მოქმედების პროცესი).

Росгранстрой ს მიერ ახალი კონტროლირებადი ელექტრონული რიგი საშუალებას იძლევა, მძღოლმა დისტანციურად დაჯავშნოთ საზღვრის გადაკვეთის დრო და თარიღი სახელმწიფო სერვისების პორტალის ან  ГИС ЭПДМ ის ასევე საზღვრის შესასვლელთან არსებული ტერმინალების მეშვეობით.

ცნობისათვის –ГИС ЭПДМ  წარმოადგენსრუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს ლექტრონული სატრანსპორტო დოკუმენტების სახელმწიფო საინფორმაციო სისტემას.

შეგახსენებთ, რომ ასეთი სისტემა უკვე მოქმედებს ზაბაიკალსკის საკონტროლო – გამშვებ პუნქტზე (ჩინეთის საზღვარი), ბუგრისტოეს საკონტროლო – გამშვებ პუნქტზე (ყაზახეთის საზღვარი), ჩერნიშევსკოეს საკონტროლო – გამშვებ პუნქტზე (ლიტვის საზღვარი) და ტაგირკენტ – კაზმალიარის საკონტროლო – გამშვებ პუნქტზე (აზერბაიჯანის საზღვარი).

ამავდროულად, ზაბაიკალსკის საკონტროლო – გამშვებ პუნქტზე, რომელიც ჩინეთსა და რუსეთს შორის ტვირთების გადაზიდვის მთავარი მიმართულებაა, ელექტრონული რიგის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია.

გადამზიდავების ინფორმაციით, პრაქტიკულად შეუძლებელია ზაბაიკალსკის საკონტროლო – გამშვებ პუნქტზე ადგილის დამოუკიდებლად დაჯავშნა, რადგან ყველა ხელმისაწვდომ ადგილს ე.წ. შუამავლები მყისიერად იტაცებენ.

შესაბამისად მთავარი პრობლემა ის არის, რომ, გადამზიდავებისათვის სისტემაში ადგილის დამოუკიდებლად დაჯავშნა პრაქტიკულად შეუძლებელია. აღნიშნული პრობლემის დასარეგულირებლად მუშაობს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო.

გადამზიდავების ინფორმაციით, ჯავშნის მისაღებად, ნებისმიერ შემთხვევაში, შუამავლებს უნდა დაუკავშირდეთ. შედეგად, ელექტრონული რიგი, რომელიც უფასოდ ითვლება, რეალურად ფასიანია, მხოლოდ ერთი სატრანსპორტო საშუალების ადგილის დაჯავშნა – 15 დან  30 ათასი რუბლი ჯდება.

ასე მაგალითად, ელექტრონული სატრანსპორტო დოკუმენტების სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის ГИС ЭПДМ  პორტალზე დღეში ორჯერ, ერთსა და იმავე დროს, ზაბაიკალსკის საკონტროლო პუნქტისთვის „გამოყოფილია“ სლოტები:

დილის ხუთ საათზე – მომდევნო დღისთვის ადგილების დასაჯავშნად (საათში 3 – 4 სატრანსპორტო საშუალება) და დილის 10 საათზე – ორი კვირით ადრე დასაჯავშნად (საათში 7 დან 11 სატრანსპორტო საშუალება).

თუმცა, მაშინაც კი, თუ პორტალზე ზუსტად ამ დროს შეხვალთ, იქ თავისუფალი ადგილები არ დაგვხდებათ. ანუ  ჯავშანი ორი კვირით ადრე თუ გინათ გააკეთოდ, სადაც დაახლოებით 240 ადგილია, შუამავლების მიერ 30 წამში მყისიერად დატაცებულია და ამოწურულია.

ვინაიდან ზემო ლარსი რუსეთსა და საქართველოს შორის ერთადერთი საკონტროლო – გამშვები პუნქტია, სისტემის ზემო ლარში ამოქმედებამ შესაძლოა მსგავსი პრობლემები გამოიწვიოს.

რუსეთის სახელმწიფო ორგანოების დაპირების თანახმად 1 სექტემბრიდან ამოქმედდება ახალი წესები, რომელიც მიზნად ისახავს ელექტრონული რიგის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებას.

სისტემის მომხმარებლები ანუ გადამზიდველები შესაძლოა დაიბლოკონ ე.წ. შუამავლების გამოყენებისთვის, ხოლო სატრანსპორტო საშუალებები – საზღვრის რეგისტრაციის გარეშე გადაკვეთის მცდელობისთვის.

გარდა სავარაუდო სიძნელეებისა, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დაინერგება საპილოტე პროექტი, რომლის მიზანია  ყველა არსებული სისტემიდან სატრანსპორტო საშუალების შესახებ წინმსწრებად ინფორმაციის ავტომატიზირებული შეგროვება.

თუნდაც ისეთი ინფორმაცია რომელიც მოიცავს რადიაციის, სატრანსპორტო საშუალების წონის და გაბარიტული კონტროლის მონაცემებს.

მომავალში იგეგმება არნიშნული სისტემის ელექტრონულ რიგთან ინტეგრირება, რაც გადამზიდავებს საშუალებას მისცემს, საზღვარზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, საკონტროლო პუნქტზე ზუსტად დანიშნულ დროს მივიდნენ.

ამ ეტაპზე, ელექტრონული რიგის სისტემა მხოლოდ საზღვრის გადაკვეთის თარიღისა და დროის დაჯავშნის შესაძლებლობას იძლევა.

თუმცა, მომავალში, სათანადო პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელი იქნება სახელმწიფო კონტროლის ორგანოებისთვის დოკუმენტების გაგზავნა, რათა სატრანსპორტო საშუალების მოსვლის დროისთვის კონტროლის სამსახურებს გადასაზიდი ტვირთის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია გააჩნდეთ.

დასკვნის სახით – 2025 წლის 1 ოქტომბრიდან რუსეთის მიერ ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რიგის წინასწარი ელექტრონული დაჯავშნის სიტემის ამოქმედებით მოსალოდნელია ე.წ შუამავლების კორუფციულ გარიგებებში ჩართვა რაც სატვირთო ავტოტრანსპორტის დამატებითი შეფერხებებებს გამოიწვევს.

წყარო: transcor.ge