ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის მიმღები უდიდესი ტერმინალი, Isle of Grain (Grain LNG), 1,5 მილიარდ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ამის შესახებ მყიდველის, გაზის კომპანია Centrica-ს პრესსამსახურმა განაცხადა, რომელმაც ამერიკულ საინვესტიციო ფირმა Energy Capital Partners-თან ერთად ტერმინალი National Grid-ისგან შეიძინა.

Bridgepoint Group–ში შემავალი Energy Capital Partners, არის ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უდიდესი კერძო მფლობელი შეერთებულ შტატებში.

ტერმინალ Grain LNG–ის სიმძლავრე წელიწადში 15 მილიონი ტონა გაზია და დიდი ბრიტანეთის გაზის საჭიროებების 20%-მდე ფარავს.

ვრცლად liga.net – ზე