იაპონური სარეკლამო ჰოლდინგი Dentsu იაპონიის ფარგლებს გარეთ დაახლოებით 3400 ანუ 8% სამუშაო ადგილს შეამცირებს, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
სამსახურიდან გათავისუფლება, პირველ რიგში, სათაო ოფისებისა და ბექ ოფისების თანამშრომლებს შეეხება და მიზნად ისახავს ბიზნესის ოპტიმიზაციას კომპანიის კონკურენტუნარიანობისა და ზრდის პოტენციალისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
Dentsu ასევე განიხილავს ვარიანტებს საზღვარგარეთული აქტივებისთვის, მათ შორის პარტნიორობის ჩამოყალიბებას.