ფლორიდის ნაფიცმა მსაჯულებმა, კომპანია Tesla 2019 წელს ავტოპილოტით აღჭურვილი Model S-ის ფატალური ავარიის გამო, 243 მილიონი დოლარით დააჯარიმეს. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.

განაჩენის მიხედვით, კომპენსაცია დაღუპული ნაიბელ ბენავიდეს ლეონის ოჯახსა და მის ყოფილ პარტნიორს, დილონ ანგულოს გადაეცემათ. კომპენსაციის 33%-ზე პასუხისმგებლად Tesla იქნა მიჩნეული, ხოლო დანარჩენი - მძღოლ ჯორჯ მაკგის მიეკუთვნა, თუმცა ის სარჩელში ფიგურანტი არ ყოფილა.

მოსარჩელეთა განცხადებით, Tesla-მ ავტოპილოტის სისტემის გამოყენება მხოლოდ ავტომაგისტრალებზე განიზრახა, თუმცა მისი გამოყენება სხვა გზებზე არ შეზღუდა. მათივე თქმით, ილონ მასკი საჯაროდ აცხადებდა, რომ ავტოპილოტი ადამიანებზე უკეთ მართავს.

გამოცემაზე დაყრდნობით, Tesla აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას და აცხადებს, რომ ვერდიქტი საფრთხეს უქმნის ავტოინდუსტრიის ტექნოლოგიურ პროგრესს.

აღსანიშნავია, რომ საქმე პირველი პრეცედენტია, რომელიც ავტოპილოტის მიერ მესამე პირის გარდაცვალებას ეხება. ექსპერტთა შეფასებით, ეს ვერდიქტი, შესაძლოა, მსგავსი სარჩელების ზრდის საფუძველი გახდეს. ვერდიქტის შემდეგ Tesla-ს აქციები 1.8%-ით დაეცა, წლიური კლება კი 25%-ს აღწევს.

bm.ge