საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა. აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 309.4 ათასი შეადგინა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 22.4 %-ია.
308.3 ათასი ვიზიტით მეორე ადგილზეა თურქეთი, რაც მთლიანი რაოდენობის 17.6%-ია. ხოლო მესამეზე 210.0 ათასი ვიზიტით სომხეთია. ეს მთლიანი რაოდენობის 10.8%-ს შეადგენს.
2025 წლის II კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 49.4 %, განხორციელდა
დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტორების უმრავლესობა, 46.5 % მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის რეგიონში. შესაბამისად, 928.3
ათასი და 629.8 ათასი ვიზიტი.