,,თიბისი კაპიტალის“ ტურიზმის სექტორის მიმოხილვის მიხედვით, მაღალ ბიუჯეტურ სასტუმროებში დატვირთულობის მხრივ სიტუაცია წლის მეორე კვარტალში გაუმჯობესდა. 2025 წლის პირველ ნახევარში მაღალ ბიუჯეტურ სასტუმროებში საშუალო დატვირთულობა 54%-ს გაუტოლდა. აღნიშნული მაჩვენებელი 4 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.

მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებს თუ შევხედავთ, მაღალბიუჯეტურ სასტუმროებში საშუალო დატვირთულობა თვეების მიხედვით ასეთია: იანვარი 45%, თებერვალი 50%, მარტი 42%, აპრილი 53%, მაისი 63%, ივნისი 70%;

,,თიბისი კაპიტალის“  ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის პირველ ნახევარში სასტუმროს ნომრის საშუალო ღირებულება მაღალბიუჯეტურ სასტუმროებში წლიურად თითქმის არ შეცვლილა. საშუალო ღირებულებამ 126 აშშ დოლარი შეადგინა, რაც მცირედით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მაღალბიუჯეტურ სასტუმროებში ნომრის საშუალო ღირებულება თვეების მიხედვით ასე ნაწილდება: იანვარი 125 აშშ. დოლარი, თებერვალი 111 აშშ. დოლარი, მარტი 118 აშშ. დოლარი, აპრილი 121 აშშ. დოლარი, მაისი 136 აშშ. დოლარი, ივნისი 145 აშშ. დოლარი.