ბოლო დროს ევროპის ქვეყნებში უცნაური რამ ხდება. ტურიზმით შეწუხებული მომიტინგეები ესპანეთის ქუჩებში გამოვიდნენ, ვენეციაში მილიარდერის ქორწილი ჩაშალეს და ლუვრის დახურვაც კი გამოიწვიეს.
“მე ვამბობდი... 10 წლის წინ გითხრათ, რომ ეს მოხდებოდა,“ - აცხადებს Sunvil-ისა, დიდი ბრიტანეთის ტუროპერატორის თავმჯდომარე ნოელ ჟოზეფიდესი. ის სფეროში 1970-იანი წლებიდან მოღვაწეობს და ევროპის ქვეყნებში დასასვენებლად მდიდარ ბრიტანელებს.
ის იდეალურ შტორმს წინასწარმეტყველებდა: სწრაფად მზარდი ბიუჯეტური ავიაკომპანიები მოკლევადიანი გაქირავების კომპანიებთან თანამშრომლობენ. ამას ფასების შემცირება, თუმცა დიდი აჯანყება მოჰყვა.
ების მხარეს ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემს ბიზნესზე მოქმედებს “, - ამბობს ნოელი.
ამ ზაფხულს ევროპაში არსებული სიტუაცია ძალიან განსხვავდება 2020 წლის ზაფხულისგან. ვითარება “ტურისტულ ადგილებში“კიდევ უფრო გაუარესდა.
ინგლისური ენის მასწავლებელი ბარსელონაში და პომპეუ ფაბრას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დომინგო ალეგრე, ისტორიულ ცენტრში, საკათედრო ტაძრის გვერდით ცხოვრობს და რამბლას მახლობლად მუშაობს. ის ამბობს, რომ მისი ქალაქი ამოუცნობად შეიცვალა.
„ტურიზმი ყოველთვის გვქონდა და ის მასშტაბური იყო, მაგრამ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში გაუარესდა. ეს აღარ არის სეზონური, წელიწადში 365 დღეა. და იქ გაცილებით მეტი ვიზიტორია, ვიდრე მაცხოვრებელი. ფასები გაიზარდა. Airbnb-მ ფაქტობრივად ბევრი ადგილობრივი გამოასახლა. ჩემი მეგობრების უმეტესობამ დატოვა ტერიტორია, რადგან აქ ცხოვრება აღარ შეუძლიათ“, - ამბობს ალეგრე.