უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც კახოვკის ჰესის განადგურებითაა გამოწვეული, საფრთხეს უქმნის შავი ზღვის აუზსაც. მისი თქმით, წყალმა ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შესაძლოა ცხოველების სამარხებიდან ჯილეხის გავრცელება მოხდეს.

„წყალდიდობამ, კანალიზაცია, ნავთობ-ქიმიკატები და შესაძლოა ცხოველების სამარხებიდან ჯილეხის გავრცელება გამოიწვიოს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის სულ მცირე 2 სამარხი, საიდანაც შეიძლება ჯილეხის გავრცელება მოხდეს. სულ 2 მლნ ცოცხალი არსება იმყოფება საფრთხის წინაშე. დაბინძურებული წყლის გავრცელებასთან ერთად გაიზრდება გარემოს დაზიანების მაჩვენებელიც. წყალდიდობის ზონიდან, მოწამლული და დაბინძურებული წყალი მალევე ვრცელდება მიწისქვეშა წყლებში, იწამლება მდინარეები და შემდეგ შავი ზღვის აუზი. შესაბამისად, ეს არ ხდება სადმე სხვაგან, ეს პრობლემები მასშტაბურია და მთელს მსოფლიოს უკავშირდება" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.