2024 წელს საქართველოში 236 მლნ ლიტრი ღვინო აწარმოეს, ხოლო 120 მლნ ლიტრი მოიხმარეს. ამის შესახებ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ვებგვერდიდან ვიგებთ.
მონაცემების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ღვინის წარმოება წლიურად 26.6%-ით გაიზარდა. ზოგადად, ორგანიზაციის შეფასებით, გასული წელი საქართველოს ისტორიაში ღვინის წარმოების მხრივ რეკორდული იყო, რასაც ხელი ამინდმაც შეუწყო.
როგორც აღვნიშნეთ, 2024 წელს საქართველოში ღვინის მოხმარებამ 120 მლნ ლიტრი შეადგინა, რაც წლიურად 28.2%-იანი ზრდაა - მაჩვენებელი მსოფლიოში 29-ე შედეგია.
OIV-ის შეფასებით, საქართველოში ვენახები 48.7 ათას ჰექტარზეა გაშენებული, რაც წლიური 0.4%-იანი ზრდის მაჩვენებელია, რითაც ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში 26-ე ადგილზეა.