შეერთებული შტატები 50 მილიონ დოლარს აწესებს ჯილდოდ ინფორმაციისთვის, რომელმაც ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაპატიმრებისთვის ფასეული იქნება.
ეს სიახლე აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ გამოაცხადა, რომელმაც მადუროს „მსოფლიოში უმსხვილესი ნარკომოვაჭრე“ უწოდა. მისი თქმით, ის დაკავშირებულია როგორც ავტორიტეტულ ვენესუელურ ბანდასთან, ასევე მექსიკურ ნარკოკარტელ „სინალოასთან“. მადუროს შესახებ ინფორმაციისთვის ადრე დაწესებული ჯილდოს ოდენობა 25 მილიონი დოლარი იყო.
ნიკოლას მადურო ვენესუელას ხელისუფლებაში 2013 წლიდან იმყოფება და მიმდინარე წლის დასაწყისში ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად. საერთაშორისო საზოგადოება, უმეტესწილად, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მას გაყალბებულად მიიჩნევს.
წყარო: 1tv.ge