ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული სისტემის ტესტირება დაიწყო, რომელიც ტრამვაის ავარიების თავიდან აცილებაში დაეხმარება – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. 

სპეციალური კამერები და სენსორები ტრამვაის გარშემო სივრცეს ასკანერებენ. ნეირონული ქსელი ამოიცნობს ფეხით მოსიარულეებს, ველოსიპედისტებს და სხვა დაბრკოლებებს რელსებზე.

თუ სისტემა საფრთხეს აღმოაჩენს, ის დაუყოვნებლივ აფრთხილებს მძღოლს ხმისა და სინათლის დახმარებით.

პირველმა ტესტებმა უკვე კარგი შედეგები აჩვენა. შემდეგი ნაბიჯი იქნება ტესტები პიკის საათებსა და ღამით. მძღოლები ექსპერიმენტში ნებაყოფლობით მიიღებენ მონაწილეობას.