ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა ცალმხრივი სანქციების დაწესება სამი ჩინური კომპანიისთვის, რადგან მიაჩნია, რომ მათ პაკისტანს გადასცეს მასალები ან ტექნოლოგია ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის.

ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

როგორც მის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაშია აღნიშნული, საუბარია კომპანიებზე General Technology Limited, Beijing Luo Luo Technology Development Co Ltd. და Changzhou Utek Composite Company Ltd.

„ეს სამი ორგანიზაცია, დაფუძნებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მუშაობდა პაკისტანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამისთვის სარაკეტო კლასის პროდუქტების მიწოდებაზე”, - აღნიშნა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის წარმომადგენელმა.