ამერიკულმა კომპანიებმა, 2025 წელს 1 ტრილიონი დოლარის საკუთარი აქციები რეკორდულ დროში უკან გამოისყიდეს, – ინფორმაციას MarketWatch Birinyi Associates-ის ექსპერტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საფონდო ბირჟის კვლევითი ფირმა Birinyi–ს მონაცემებით, ტრილიონი დოლარის ნიშნულს 20 აგვისტოს იქნა გადაჭარბებული.
კომპანიის ექსპერტების აზრით, წლის განმავლობაში ამერიკული კომპანიები 1.1 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აქციებს უკან გამოისყიდიან.
Birinyi–ში პროგნოზირებენ, რომ გამოცხადებული buyback–ის პროგრამების საერთო მოცულობა წლის ბოლომდე 1.3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს – თუ მათი განხორციელება ჩვეული ტემპით გაგრძელდება, მომავალი წელიც შეიძლება რეკორდული იყოს.
ყველაზე დიდი buyback–ი 2025 წელს გამოაცხადეს Apple Inc.-მა, Alphabet Inc.-მა და JPMorgan Chase & Co.-მ - შესაბამისად, 100 მილიარდი დოლარის, 70 მილიარდი დოლარის და 50 მილიარდი დოლარის ოდენობით.