პროფკავშირის გაფიცვის გამო ავიაკომპანია Finnair-მა ორშაბათს დაგეგმილი 100-ზე მეტი რეისი გააუქმა. ავიაკომპანიის ცნობით, ფრენების გაუქმება დაახლოებით 14 ათასს მგზავრს შეეხება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი სამაუწყებლო კომპანია ავრცელებს.

რეისების გაუქმება „ფინეთის საავიაციო კავშირის“ მიერ გაფიცვის გამოცხადებას მოჰყვა. გაფიცვა შეეხება ჰელსინკის აეროპორტში სახმელეთო ოპერაციებსა და კვების მომსახურებას, ასევე შესაძლოა, შეფერხდეს საბარგო განყოფილების მუშაობაც.

პროფკავშირი დამსაქმებელთან სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად იანვრიდან მართავს მოლაპარაკებებს. თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული, „ფინეთის საავიაციო კავშირი“ მორიგ გაფიცვას 30 მაისსა და 2 ივნისს გეგმავს.

1tv.ge