ავსტრალიის ფედერალურმა სასამართლომ ავიაკომპანია Qantas-ს 90 მილიონი ავსტრალიური დოლარით (59 მილიონი აშშ დოლარი) ჯარიმა დააკისრა 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის დროს 1820 თანამშრომლის უკანონოდ გათავისუფლებისთვის, წერს Financial Times–ი.
გაზეთი აღნიშნავს, რომ ეს ავსტრალიის შრომის კანონმდებლობის დარღვევისთვის დაწესებული ყველაზე დიდი ჯარიმაა.
დარღვევა სასამართლომ 2021 წელს დაადასტურა.
მოსამართლე მაიკლ ლიმ გააკრიტიკა Qantas-ი ხანგრძლივი სასამართლო საქმის წარმოების გამო და განაცხადა, რომ კომპანიის ბოდიში „არასწორი“ იყო.