აშშ-ის პროკურორებმა აზიაში მეორე უმდიდრესი ადამიანის, ინდოელი მილიარდერის, გაუტამ ადანის კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს, იტყობინება The Wall Street Journal.
გამოცემის ინფორმაციით, პროკურორები ამოწმებენ, შემოიტანა თუ არა მან ირანული თხევადი გაზი (LPG) ინდოეთის მუნდრას პორტის გავლით, რაც შესაძლოა აშშ-ის სანქციების დარღვევას ნიშნავდეს.
Wall Street Journal-ის ჟურნალისტებმა გააანალიზეს ტანკერების გადაადგილება მუნდრას პორტსა და სპარსეთის ყურეს შორის და აღმოაჩინეს სანქციების გვერდის ავლის ნიშნები: თანამგზავრულ სურათებზე ჩანს გემები ირანის პორტებში, თუმცა მათი AIS (ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემა) ერაყში ყოფნის შესახებ იუწყება.
ინდოელი მილიარდერი კატეგორიულად უარყოფს ყველა ბრალდებას და აცხადებს, რომ ასრულებს კეთილსინდისიერი იმპორტიორის ყველა ვალდებულებას.