ეგეოსის ზღვაში მდებარე ბერძნული კუნძული აგიოს ეფსტრატიოსი მთლიანად მწვანე ენერგიის მოხმარებაზე გადავიდა – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. 

ახლა მცხოვრებლები ელექტროენერგიას მზის პანელებით და ქარის გენერატორებიდან იღებენ - ამ პატარა კლდოვან კუნძულზე ძლიერი ქარი ყოველთვის უბერავს.

აგიოს ეფსტრატიოსი ეგეოსის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პატარა კუნძულია, რომლის მოსახლეობა მხოლოდ 250 ადამიანს შეადგენს.