პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს პოლონეთის საჰაერო სივრცის დამრღვევ ობიექტებთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ აცნობა.

ნატო-ს გენერალურ მდივანს ვაცნობე არსებული ვითარებისა და იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც ჩვენი საჰაერო სივრცის დამრღვევ ობიექტებთან დაკავშირებით განხორციელდა, - წერს დონალდ ტუსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ტუსკმა მინისტრთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია.

პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერის თქმით, შეხვედრა ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გაიმართება. 

"პოლონეთი ახლა იმ სიტუაციაშია, რომელიც ძალიან ახლოსაა მეორე მსოფლიო ომის დროინდელ შეიარაღებულ დაპირისპირებასთან" - აღნიშნა დონალდ ტუსკმა სხდომის დასრულების შემდეგ. 

შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის დროს, დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. პოლონეთმა დრონების გასანეიტრალებლად ოპერაცია ჩაატარა.