Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში თავისი ქონების უმეტეს ნაწილს აფრიკაში ჯანდაცვისა და განათლების სერვისების გაუმჯობესებაზე დახარჯავს, – იუწყება BBC.
69 წლის გეიტსმა განაცხადა, რომ „ჯანდაცვისა და განათლების გზით ადამიანური პოტენციალის გამოვლენით, აფრიკის ყველა ქვეყანა კეთილდღეობის გზაზე უნდა დაადგეს“.
ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში სიტყვით გამოსვლისას მან ასევე მოუწოდა აფრიკის ახალგაზრდა ინოვატორებს, დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ შექმნან ხელოვნური ინტელექტი (AI) კონტინენტზე ჯანდაცვის გასაუმჯობესებლად.
გასულ თვეში გეიტსმა განაცხადა, რომ 2045 წლისთვის, როდესაც მისი ფონდი საქმიანობის შეწყვეტას გეგმავს, თავისი უზარმაზარი ქონების 99%-ს გასცემდა, რომლის ოდენობაც, მისი აზრით, 200 მილიარდ დოლარს (150 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) მიაღწევს.