გერმანული ავტომწარმოებლის, Bayerische Motoren Werke AG-ის წმინდა მოგება პირველ კვარტალში 26.4%-ით შემცირდა და 2.173 მილიარდ ევროს მიაღწია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 2.951 მილიარდ ევროს შეადგენდა, ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაში.

პროცენტების და გადასახადების გადახდამდე მოგება (EBIT) 22.5%-ით შემცირდა და 3.142 მილიარდ ევროს გაუტოლდა. EBIT-ის მარჟა 11.4%-დან 9.2%-მდე შემცირდა.

შემოსავალი 7.8%-ით შემცირდა და 33.758 მილიარდ ევროს გაუტოლდა.

ანალიტიკოსების კონსენსუსის პროგნოზი, რომელიც თავად კომპანიამ წარმოადგინა EBIT 2.8 მილიარდი ევროს, ხოლო შემოსავალი 35.26 მილიარდი ევროს შეადგენდა.

ვრცლად interfax–ზე