ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე პირველ ტურში მეორე მატჩები გაიმართა. ჩვენს ჯგუფში კვიპროსმა ბოსნია-ჰერცეგოვინას უმასპინძლა და დიდი სხვაობით, 64:91 დამარცხდა.
ეს გუნდები საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან და საინტერესო იყო მათი თამაშის ხილვა დასკვნების გამოსატანად. თუმცა მატჩის ისეთი სურათი ვიხილეთ, მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება – კვიპროსი ჯგუფის ყველაზე სუსტი გუნდია. მასთან ჩატარებული შეხვედრის მიხედვით ვერც ბოსნიელებს შევაფასებთ.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო იუსუფ ნურკიჩი, რომელმაც ყველაზე მეტი, 18 ქულა ჩააგდო. 10-10 ქულა ჰქონდათ ალიბეგოვიჩს, გეგიჩსა და ვრაბაცს. კვიპროსში ყველაზე მეტი სიმიტისმა ჩააგდო – 22.
პირველ ტურში დარჩა ერთი მატჩი – საბერძნეთი VS
29 აგვისტოს ჩვენს ჯგუფში დასვენებაა, 30-ში კი საქართველო იტალიას დაუპირისპირდება (16 საათზე), კვიპროსი – საბერძნეთს (19:15), ესპანეთი – ბოსნიას (22:30).