ლონდონური „ჩელსის“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა კონფერენციის ლიგის ფინალი. ინგლისელებმა სევილიის „ბეტისს“ 4:1 სძლიეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

ეზალზულის გოლით პირველი ტაიმი „ბეტისმა“ მოიგო, თუმცა მეორე ნახევრის პირველიდან ბოლო წუთამდე „ჩელსი“ დომინირებდა და ოთხი გოლიც გაიტანა (ფერნანდესი, ჯექსონი, სანჩო, კაისედო).

ლონდონური კლუბი ისტორიაში პირველია, რომელსაც მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, ევროპისა და კონფერენციის ლიგები.

1tv.ge