დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ერთობლივ განცხადებაში მოუწოდებენ ირანს, არ გადადგას შემდგომი ნაბიჯები.

როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აღნიშნავენ, ისინი მუდმივად ნათლად აცხადებენ, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი და მხარს უჭერენ ისრაელის უსაფრთხოებას.

„ჩვენი მიზანი კვლავაც არის ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების თავიდან აცილება. მოვუწოდებთ ირანს, ჩაერთოს მოლაპარაკებებში, რათა უზრუნველყოს შეთანხმება, რომელიც უპასუხებს მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა შეშფოთებას. ჩვენ მზად ვართ, ყველა მხარესთან კოორდინაციით წვლილი შევიტანოთ ამ მიზნის მიღწევაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.