აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, Delta Air Lines-ის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა 1 მილიარდ დოლარამდე ღირებულების აქციების უკან გამოსყიდვის პროგრამა, იტყობინება გადამზიდავის პრესსამსახური.

პროგრამა დასრულდება არაუგვიანეს 2028 წლის 30 ივნისისა.

ერთ აქციაზე 15 ცენტის ოდენობის კვარტალური დივიდენდით, Delta Air-ი მომდევნო სამი წლის განმავლობაში აქციონერებისთვის 2 მილიარდ დოლარზე მეტის დაბრუნებას გეგმავს.

წყარო: interfax