გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა კანცლერის თანამდებობის დასაკავებლად საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მიიღო.

ბუნდესტაგში მერცის კანდიდატურას 310-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, კანცლერის პოსტზე დამტკიცებისთვის კი, სულ მცირე, 316 ხმაა საჭირო.

პროცედურების მიხედვით, ბუნდესტაგს 14 დღე აქვს მერცის კანდიდატურისთვის ხელახლა კენჭის ყრის ან კანცლერის პოსტზე სხვა კანდიდატის დამტკიცებისთვის.