Deutsche Bank-ის და Barclays-ის ანალიტიკოსებმა ამერიკული საფონდო ინდექსის S&P 500-ისთვის პროგნოზები გააუმჯობესეს.
Deutsche Bank-ი ახლა ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე ის 7000 პუნქტს მიაღწევს, ადრე კი ეს მაჩვენებელი 6550 იყო.
Barclays-ის ექსპერტებმა ინდექსის პროგნოზი ადრე მოსალოდნელ 6,050 პუნქტთან შედარებით 6,450 პუნქტამდე გააუმჯობესეს.
Wells Fargo Securities-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ S&P 500 მომავალი წლის ბოლოსთვის 7,200 პუნქტამდე გაიზრდება (ადრე 6,800 პუნქტი იყო მოსალოდნელი).