ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დასაწყებად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტელეგრამ არხე დაწერა.
"ეს კარგი ნიშანია იმისა, რომ რუსებმა საბოლოოდ დაიწყეს ომის დასრულებაზე ფიქრი. ამას მსოფლიოში ყველა დიდი ხანია ელოდა. და პირველი ნაბიჯი ნებისმიერი ომის რეალური დასასრულისთვის არის ცეცხლის შეწყვეტა", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ აუცილებელია ცეცხლი უკვე 12 მაისიდან შეწყდეს.
"აზრი არ აქვს მკვლელობების გაგრძელებას თუნდაც ერთი დღით. ჩვენ ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტას - სრულყოფილ, ხანგრძლივ და საიმედოს - ხვალ, 12 მაისიდან და უკრაინა მზადაა შეხვედრისთვის", - თქვა ზელენსკიმ.
გუშინ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზადაა, უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებები გამართოს.