ხანგრძლივი მსჯელობისა და კენჭისყრის შემდეგ გაირკვა ევრობასკეტი 2029-ის ოთხი მასპინძელი ქვეყანა – სლოვენია, ესპანეთი, ესტონეთი და საბერძნეთი.
ცნობილია ისიც, რომ ფინალური ეტაპი ანუ პლეი ოფის მატჩები მადრიდში გაიმართება.
ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი ათ ქვეყანას ჰქონდა შეტანილი. მათგან ორმა, ფინეთმა და გერმანიამ კანდიდატურები კენჭისყრამდე მოხსნეს. საბოლოოდ რვა ქვეყანას შორის ესპანეთი, სლოვენია, ესტონეთი და საბერძნეთი შეირჩა.